Friday, March 14, 2014

მასტერ კლასი - მესამე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო.
შეხვედრა დავიწყეთ ტრენინგზე წარმოშობილი პრობლემების გადაჭრის გზების ძიებით. 
ძალიან გამოგვადგება web 2.0 -ის ინსტრუმენტები სასწავლო პროცესში მრავალფეროვნებისთვის.
საინტერესო აღმოჩნდა მერვე მოდულის აქტივობების განხილვა, საინტერესო რჩევები მივიღეთ პორტფოლიოს წარდგენასთან დაკავშირებით. დღევანდელი დღე  დამეხმარება მრავალფეროვანი გავხადო ინტელის ტრენინგის ბოლო დღე - პორტფოლიოების პრეზენტაციები.

დიდი მადლობა საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგისთვის.

Thursday, March 13, 2014

მასტერ კლასი - მეორე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო, გავიაზრე რას გვაძლებს კარგი რეფლექსია და როგორ უნდა დავეეხმარო პედაგოგებს კარგი რეფლექსიის წერაში.

მნიშვნელოვანი იყო wiki-ზე რეგისტრაცია და ზოგადად ის რომ შეიქმნა ქართული სივრცე სადაც შეგვეძლება ერთმანეთს გავუზიათოთ საკუთარი გამოცდილება.

შევადგინეთ მოსწავლის ნამუშევრის შეფასების რუბრიკა და შევაფასეთ ჯგუფის მიერ შექმნილი მოსწავლის პრეზენტაცია. ეს აქტივობა დამეხმარება იმაში, რომ უფრო მკაფიო გავხადო შეფასების რუბრიკის წერის პროცესი მასწავლებლებთან.

გამოვკვეთეთ ინტელის ტრენინგზე არსებული პრობლემები. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ამ პრობლემების გადაჭრის გზების ძიება, რადგან მე უფრო ადვილად შევძლებ დავეხმარო მასწავლებლებს პროექტის აქტივობების(პროცედურების) გაწერაში.


დიდი მადლობა საინტერესო ტრენინგისთვის

Wednesday, March 12, 2014

მასტერ კლასი - პირველი დღის რეფლექსია

ველოდებოდი ამ შეხვედრას, რადგან ნებისმიერი სიახლე ინტელის კურსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია.

საინტერესო იყო დღევანდელი დღე...

გავიცანით ერთმანეთი და დავასახელეთ ჩვენი მიღწევები ინტელის ტრენინგზე. საინტერესო აღმოჩნდა ტრენერის თვითშეფასების ფორმის შევსება, რადგან ამ ფორმამ კიდევ ერთხელ დამანახა ჩემი როგორც ტრენერის როლი და მოვალეობები, დავსახეთ ჩვენი მასტერ კლას-ზე მონაწილეობის მიზნები.
მნიშვნელოვანი იყო პორტფოლიოს შეფასებები. დიდ სურვილი მაქვს მოვისმინო ჩემი პორტფოლიოს შეფასება.
დავასახელეთ ის ძირითადი უნარები რაც აუცილებლად უნდა ქონდეს კურსდამთავრებულს და განვსაზღვრეთ რომელი უნარების განვითარებას უწყობს ხელს ჩვენი სკოლა.
განვიხილეთ პრეზენტაციის კრიტერიუმები, მიუხედავად იმისა, რომ ტრენინგზე ყოველთვის ვცდილობდი ამ კრიტერიუმებით მეხელმძღვანელა, ამის შემდეგ უფრო დიდ ყურადღებას დავუთმობ ამ ყველაფერს.
მივიღეთ დავალება შევქმნათ ,,მოსწავლის პრეზენტაცია“.

ძალიან საინტერესო ტრენინგია დიდი სიამოვნებით მოვისმენდი ინტელის ყველა მოდულთან დაკავშირებით საინტერესო რჩევებს.


მადლობა