Wednesday, March 12, 2014

მასტერ კლასი - პირველი დღის რეფლექსია

ველოდებოდი ამ შეხვედრას, რადგან ნებისმიერი სიახლე ინტელის კურსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია.

საინტერესო იყო დღევანდელი დღე...

გავიცანით ერთმანეთი და დავასახელეთ ჩვენი მიღწევები ინტელის ტრენინგზე. საინტერესო აღმოჩნდა ტრენერის თვითშეფასების ფორმის შევსება, რადგან ამ ფორმამ კიდევ ერთხელ დამანახა ჩემი როგორც ტრენერის როლი და მოვალეობები, დავსახეთ ჩვენი მასტერ კლას-ზე მონაწილეობის მიზნები.
მნიშვნელოვანი იყო პორტფოლიოს შეფასებები. დიდ სურვილი მაქვს მოვისმინო ჩემი პორტფოლიოს შეფასება.
დავასახელეთ ის ძირითადი უნარები რაც აუცილებლად უნდა ქონდეს კურსდამთავრებულს და განვსაზღვრეთ რომელი უნარების განვითარებას უწყობს ხელს ჩვენი სკოლა.
განვიხილეთ პრეზენტაციის კრიტერიუმები, მიუხედავად იმისა, რომ ტრენინგზე ყოველთვის ვცდილობდი ამ კრიტერიუმებით მეხელმძღვანელა, ამის შემდეგ უფრო დიდ ყურადღებას დავუთმობ ამ ყველაფერს.
მივიღეთ დავალება შევქმნათ ,,მოსწავლის პრეზენტაცია“.

ძალიან საინტერესო ტრენინგია დიდი სიამოვნებით მოვისმენდი ინტელის ყველა მოდულთან დაკავშირებით საინტერესო რჩევებს.


მადლობა

1 comment:

  1. Ура!! У вас получилось несколько раз писать о себе. Пишите чаще предложения, начиная с "я". Например сравните მნიშვნელოვანი იყო პორტფოლიოს შეფასებები. или "Я думаю, что это для меня это важно -оценивание портфолио". У вас обязательно получится.

    ReplyDelete