Thursday, March 13, 2014

მასტერ კლასი - მეორე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო, გავიაზრე რას გვაძლებს კარგი რეფლექსია და როგორ უნდა დავეეხმარო პედაგოგებს კარგი რეფლექსიის წერაში.

მნიშვნელოვანი იყო wiki-ზე რეგისტრაცია და ზოგადად ის რომ შეიქმნა ქართული სივრცე სადაც შეგვეძლება ერთმანეთს გავუზიათოთ საკუთარი გამოცდილება.

შევადგინეთ მოსწავლის ნამუშევრის შეფასების რუბრიკა და შევაფასეთ ჯგუფის მიერ შექმნილი მოსწავლის პრეზენტაცია. ეს აქტივობა დამეხმარება იმაში, რომ უფრო მკაფიო გავხადო შეფასების რუბრიკის წერის პროცესი მასწავლებლებთან.

გამოვკვეთეთ ინტელის ტრენინგზე არსებული პრობლემები. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ამ პრობლემების გადაჭრის გზების ძიება, რადგან მე უფრო ადვილად შევძლებ დავეხმარო მასწავლებლებს პროექტის აქტივობების(პროცედურების) გაწერაში.


დიდი მადლობა საინტერესო ტრენინგისთვის

No comments:

Post a Comment